გათავისუფლდით რუტინისგან

დანერგეთ AI სისტემები თქვენს ბიზნესში

ჩვენ ვქმნით ავტომატიზაციის სისტემებს, შიდა ხელსაწყოებსა და AI აგენტებს ქართული კომპანიებისთვის. ჩვენთან მიიღებთ მზა გადაწყვეტას და არა მხოლოდ კონსულტაციას.

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

გეცნობათ ეს პრობლემები?

ყოველდღიური რუტინა, რომელიც ძვირფას დროს გართმევთ

01

რუტინულ საქმეზე დაკარგული საათები

თქვენი გუნდი დღის ნახევარს იმაზე ხარჯავს, რაც ავტომატურად უნდა კეთდებოდეს: ცხრილების შევსება, რეპორტინგი თუ ერთფეროვანი იმეილების გზავნა.

02

ბუნდოვანი ბიზნესპროცესები

გადაწყვეტილებებს ინტუიციაზე დაყრდნობით იღებთ, რადგან მონაცემები სხვადასხვა პლატფორმაზეა გაფანტული და ერთიანი სურათი არ ჩანს.

03

კონკურენტები ავტომატიზაციის ხარჯზე გისწრებენ

ისინი იმავე საქმეს ბევრად უფრო სწრაფად აკეთებენ, რადგან რუტინა AI-ს გადააბარეს — თქვენ კი ჯერ კიდევ ყველაფერს ხელით აკეთებთ.

რას გთავაზობთ

AI ხელსაწყოები თქვენი ბიზნესის ზრდისთვის

01

დროის დაზოგვა

პროცესების ავტომატიზაცია, სადაც გუნდს ყოველდღიურად ერთი და იმავე საქმის კეთება უწევს.

  • check_circleრუტინული დავალებების ავტომატიზაცია
  • check_circleგუნდზე მორგებული შიდა ხელსაწყოები
  • check_circleსაოპერაციო სამართავი პანელები (Dashboards)
02

შემოსავლის ზრდა

AI აგენტები, რომლებიც აჩქარებენ და უფრო ეფექტურს ხდიან გაყიდვების პროცესს.

  • check_circleAI ასისტენტები „ცივი“ გაყიდვებისთვის (Outreach)
  • check_circleპოტენციური კლიენტების (Leads) მოძიება და დამუშავება
  • check_circleგაყიდვების პროცესის სრული ავტომატიზაცია
03

უწყვეტი მხარდაჭერა

AI-ზე დაფუძნებული სისტემები, რომლებიც თქვენს მომხმარებლებს 24/7 მოემსახურება.

  • check_circleClaude-ზე აწყობილი ჭკვიანი ჩატბოტები
  • check_circleმომხმარებელთა მხარდაჭერის AI სისტემები
  • check_circleინტელექტუალური ვებსაიტები

გარდა ამისა

გუნდის ტრენინგი

ვეხმარები კომპანიებს თანამშრომლების AI-ის მიმართულებით გადამზადებაში — ვასწავლი მხოლოდ იმ ხელსაწყოების გამოყენებას, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში რეალურად გამოადგებათ.

როგორ ვმუშაობთ

3 მარტივი ნაბიჯი — წინასწარი მომზადების გარეშე

01

უფასო გაცნობითი ზარი (Discovery)

დეტალურად გავივლით თქვენს ბიზნესპროცესებს და განვსაზღვრავთ, თუ სად მოიტანს AI ყველაზე დიდ ეფექტსა და სარგებელს.

02

შემუშავება და ინტეგრაცია

ვქმნით კონკრეტულად თქვენს ბიზნესზე მორგებულ ციფრულ პროდუქტს და არა მორიგ შაბლონურ გადაწყვეტას.

03

გაშვება და მხარდაჭერა

თქვენი გუნდი იღებს რეალურად მომუშავე ხელსაწყოს და არა მშრალ პრეზენტაციას. მის დანერგვასა და შემდგომ მხარდაჭერაზე სრულად ჩვენ ვზრუნავთ.

ზუკა ჩახნაშვილი
ვინ დგას ამის უკან

ვარ დეველოპერი და პროექტების მენეჯერი ტექნოლოგიურ სფეროში 6+ წლიანი გამოცდილებით. ვქმნი AI ინტეგრაციებს ქართული კომპანიებისთვის და ვარ Tetrobyte-ის დამფუძნებელი. ორიენტირებული ვარ არა „ჰაიპზე“, არამედ რეალურ შედეგზე.

თქვენ არ ქირაობთ ბიუროკრატიულ სააგენტოს — მუშაობთ უშუალოდ ჩემთან.

კომპანიები რომლებთანაც ვთანამშრომლობ

ჩვენი კლიენტები
Belux
IBSU
Egis
GNFC
Client
Client
Client
Client
Client
Client

დავიწყოთ

ვისაუბროთ თქვენს ბიზნესზე

აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო 30-წუთიანი უფასო ზარისთვის. თუ გუნდის ტრენინგიც გაინტერესებთ, დეტალებს შეხვედრაზე გავივლით.

ან დამიკავშირდით პირდაპირ